გია ბარამიძე: ხელისუფლება გათავხედებულია, ასეთი თავგასულობა ჩვენს საზოგადოებას არ ახსოვს!

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გია ბარამიძის განცხადებით, საქართველოში დემოკრატიის დონე იდეალური არასდროს ყოფილა, შესაბამისად შეცდომები წინა ხელისუფლების დროსაც იყო. ბარამიძის თქმით, კი "ნაციონალურმა მოძრაობამ" ამ შეცდომებში დიდი ფასიც გადაიხადა. 

"დღეს ჩვენ ვართ "რუსთავი 2"-ის სოლიდარობის აქციაზე და მის დასაცავად, ვიცავთ თავისუფლებას. ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის პროცესები და მისი დონე არასდროს ყოფლა იდეალური. იყო შეცდომებიც, მათ შორის ჩვენი ხელისუფლების დროსაც, რაზეც ჩვენმა ხელისუფლებამ ძალიან მაღალი ფასი გადაიხადა. პრეზიდენტი სააკაშვილი გადადგა თანამდებობიდან. მას საზოგადოებრივმა აზრმა აიძულა, გადამდგარიყო. პრობლემა იმაშია, რომ ის რაზეც სასწავლი იყო, კი არ ვასწორებთ, რაც მიღწეული იყო იმასაც ვკარგავთ. 

ხელისუფლება იმდენად გათავხედებულია, ოლიგარქი ქრთამს მოსამართლეს თავის ჯიბიდან კი არ უხდის, ხალხის მიერ შეკრებილ ფულს ქალაქის ბიუჯეტიდან უხდის ქრთამად მოსამართლეს. ასეთი სითავხედე და თავგასულობა ჩვენს მოსახლეობას არ ახსოვს. 

"რუსთავი 2"- ამაზე ლაპარაკობს, თითოეული თქვენგანი ამაზე ლაპარაკობთ. ეს არ არის მხოლოდ "რუსთავი 2"-ის მიმართ სოლიდარობის აქცია. ეს არის სიტყვის თავისუფლებისა და თითოეული თქვენგანის მიმართ სოლიდარობა",- აღნიშნა ბარამიძემ. 

მან აქვე დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების საქმეზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ არა "რუსთავი 2" და სხვა მედიასაშუალების ჟურნალისტები, საზოგადოება ამ ამბავს ვერც გაიგებდა. 

"რომ არა "რუსთავი 2", რომ არ იყოთ თქვენ, ვიქნეოდით, უკაცრავად და ყუმებივით ჩრდილოეთ კორეასავით, რომ რა ბედნიერები ვართ. ჩვენ ვართ თავმოყვარე ერი, მოვიპოვეთ თავისუფლება და გვინდა ეს, ყველას გვესმის, რომ თავისუფლება არ არსებობს თავისუფალი სიტყვის გარეშე",- განმარტა ბარამიძემ. 
 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად