გია ბარამიძე: ივანიშვილმა და მისმა გარემოცვამ ამ წლებში სახელმწიფოს მინიმუმ 2 მილიარდი დოლარი მოპარა

ივანიშვილმა და მისმა გარემოცვამ ამ წლებში სახელმწიფოს მინიმუმ 2 მილიარდი დოლარი მოპარა, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გია ბარამიძემ “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, რეალურად გადარიცხა თუ არა სამთავრობო ფონდში 100 მილიონი ლარი ივანიშვილმა არავინ იცის, ან თუ გადარიცხა ის არის დაბეგრილი თანხა თუ ის არის სახელმწიფოსაგან “სხვადასხვა შავი მეთოდებით მოკრეფილი” თანხა.

“რაც შეეხება ამ 31 მილიონ დოლარს, ანუ 100 მილიონ ლარს, რომელიც ივანიშვილმა გადამოაგდო და ჰგონია, რომ ამით იყიდის ჩვენს საზოგადოებას და ამით მოიხადა ვალი ჩვენი საზოგადოების წინაშე. ეს არის საზოგადოების შეურაცხყოფა. ამ წლების განმავლობაში საქართველოს რომ ამოწოვა ის, რისი ამოწოვაც შეიძლებოდა. მას და მის გარემოცვას მინიმუმ 2 მილიარდი დოლარი აქვს გაკეთებული და მოპარული.

კაცმა არ იცის საიდან წამოვიდა ეს 31 მილიონი, არის თუ არა ეს ივანიშვილის თანხა და არის თუ არა ის დაბეგრილი თუ ეს არის სახელმწიფოსაგან სხვადასხვა შავი მეთოდებით მოკრეფილი თანხა, რომელსაც აკეთებენ და ამ პიარ-აქციისთვის სიტყვიერად გადმოსროლილი თანხა”, – აღნიშნა გია ბარამიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად