გია ბარამიძე: ირაკლი კობახიძემ უსაყვედუროს თავის მოტიკტოკე და მოხტუნავე პატრონს

“არ აქვს მნიშვნელობა, რომელმა ჩვენმა თანაგუნდელმა ჩარიცხა თანხა კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ სამთავრობო გუნდში”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გია ბარამიძემ “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.

“ჩვენ ვთქვით, რომ მივესალმებით ამ ფონდში ჩარიცხვას, ოღონდ თუ იქნება თანხის ხარჯვის გამჭვირვალეობა უზრუნველყოფილი. ეს გარანტია არ არის, მაგრამ ჩვენმა ერთ-ერთმა თანაგუნდელმა გადაწყვიტა ჩაერიცხა ეს თანხა, რომელიც არ აფიშირებს ამ ნაბიჯს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის გუნდის წინააღმდეგ წავიდა”, – განაცხადა გია ბარამიძემ.

გადაცემის წამყვანის რეპლიკაზე, რომ ამ თემასთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძემ მათ უსაყვედურა, პასუხობს:

“ირაკლი კობახიძემ უსაყვედუროს თავის მოტიკტოკე და მოხტუნავე პატრონს”, – აღნიშნა გია ბარამიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად