გია ბარამიძე გენდერულ კვოტირებაზე: ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ და ეს პრინციპი პარტიის წესდებაშიც გვაქვს

“ამაში ვერაფერს ცუდს ვერ ვხედავთ”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გია ბარამიძემ “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა გენდერულ კვოტირებასთან დაკავშირებით. 

“კრებსითად ახსენებთ ოპოზიციას, მაგრამ ოპოზიციაში ამ თემასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებებია. რაც შეეხება, “ნაციონალურ მოძრაობას”, ჩვენ ეს პრინციპი ჩვენ ეს წესი პარტიის წესდებაშიც კი გვაქვს, ამიტომ ამ შესწორებას მივესალმებით.

როგორც ქართულ სუფრაზე ვამაყობთ და ვადღეგრძელებთ ჩვენს ქალბატონებს მთელი სულით და გულით ასევე უნდა მოვეპყრათ მათ ცხოვრებაში და ასე ვიყოთ თანასწორი ჩვენს საერთო ცხოვრებაში და ისე ვცეთ პატივი როგორც სადღეგრძელოებში ვაკეთებთ ხოლმე ამას. სამწუხაროდ არის ოჯახური ძალადობა და კიდევ არის შემორჩენილი, როცა კაცს უფრო ენიჭება პრიველიგია სამსახურში აყვანასთან დაკავშირებით”, – განაცხადა გია ბარამიძემ.

შეგახსენებთ, პარლამენტი მსჯელობს საკითხზე, რომ ყოველი მეოთხე ქალი იყოს პარტიულ სიაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად