გია ბარამიძე: ძალა ერთობაშია! – გავრილოვების ბანდიტთა რეჟიმს აუცილებლად დავამარცხებთ

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი გია ბარამიძე პარტიის ლიდერის საპატიმროდან გათავისუფლების მოლოდინში სტატუსთან ერთად სელფს აქვეყნებს:

“ჩვენი საამაყო ნიკას მოლოდინში ნიკა გვარამია გვესტუმრა.
ძალა ერთობაშია!
ერთობითა და პრინციპული ბრძოლით, გავრილოვების ბანდიტთა რეჟიმს აუცილებლად დავამარცხებთ” -წერს გია ბარამიძე.

 

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ პარტია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელიასთვის შეფარდებული აღკვეთი ღონისძიების, პატიმრობის – გირაოთი შეცვლის შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა – ამის შესახებ “აიპრესს” პროკურატურაში დაუდასტურეს.

შეგახსენებთ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ნიკა მელიას გირაოსთან დაკავშირებით გუშინ განცხადებას გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ გირაოს თანხა 40 000 ლარი ევროპულმა ფონდმა “დემოკრატიისთვის” გამოყო.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადება ბ-ნ მელიას სასარგებლოდ გირაოს გადახდასთან დაკავშირებით
დღეს გადახდილი იყო 40 000 ლარის ოდენობის გირაო ბ-ნ მელიას წინასწარი პატიმრობიდან გასათავისუფლებლად, რაც 2021 წლის 19 აპრილს ევროკავშირის მედიაციით მიღებული შეთანხმების კონტექსტში პოლიტიკური პარტიების მიერ მიღწეულ ურთიერთგაგებას მოჰყვა. გულითად მადლობას ვუხდით ორ დამოუკიდებელ ორგანიზაციას, რომელიც დათანხმდა ამ პროცესში მნიშვნელოვანი მხარდაჭერის გაწევაზე: ევროპულ ფონდს დემოკრატიისთვის (European Endowment for Democracy), რომელმაც თანხა გამოყო და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას (საია), რომელმაც აღნიშნული თანხა ხელისუფლებას გადასცა.
ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დასრულებისა და 19 აპრილის შეთანხმების შესრულების მიზნით გადაიდგა. გვაქვს მოლოდინი, რომ ეს ნაბიჯი მეტად შეუწყობს ხელს პარლამენტის ყველა არჩეულ წევრს, რომ შეთანხმებას შეუერთდეს და მის განხორციელებაში წვლილი შეიტანოს, საქართველოს, მისი მოქალაქეების, ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებისა და საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის ინტერესებიდან გამომდინარე.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...