გია ბარამიძე: ჩვენი თანგუნდელი, რომელმაც ფონდში თანხა ჩარიცხა ამ თემით არ აფიშირებს, ეს არ ნიშნავს, რომ ის გუნდის წინააღმდეგ წავიდა

ჩვენი თანგუნდელი, რომელმაც ფონდში თანხა ჩარიცხა ამ თემით არ აფიშირებს, ეს არ ნიშნავს, რომ ის გუნდის წინააღმდეგ წავიდა, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გია ბარამიძემ “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.

“არ აქვს მნიშვნელობა, რომელმა ჩვენმა თანაგუნდელმა ჩარიცხა თანხა კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ სამთავრობო გუნდში. ჩვენ ვთქვით, რომ მივესალმებით ამ ფონდში ჩარიცხვას, ოღონდ თუ იქნება თანხის ხარჯვის გამჭვირვალეობა უზრუნველყოფილი. ეს გარანტია არ არის, მაგრამ ჩვენმა ერთ-ერთმა თანაგუნდელმა გადაწყვიტა ჩაერიცხა ეს თანხა, რომელიც არ აფიშირებს ამ ნაბიჯს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის გუნდის წინააღმდეგ წავიდა”, – განაცხადა გია ბარამიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად