გია ბარამიძე: ბორკილებიც დამადეს, მაგრამ 1 საათში ხელწერილით გამომიშვეს

“ნაცმოძრაობის წევრი”, შს ყოფილი მინისტრი გია ბარამიძე, რომელი ნაცმოძრაობის ოფისში დააკავეს, ხელწერილით გაათავისუფლეს.

“ენმ ოფისის შტურმისას ჭყლეტვაში და გაზის გამო, ცუდად გავხდი, თვალები პოლიციის მანქანაში გავახილე, შსს შუშის შენობაში სასწრაფომ დახმარება აღმომიჩინა, გამიფორმეს ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლით დაკავება, ბორკილებიც დამადეს, მაგრამ 1 საათში ხელწერილით გამომიშვეს. მოვბრუნდი ჩვენს ოფისში.
ალბათ დღეს საღამოსკენ (ან ხვალ) იქნება ჩემი და ჩვენი ოფისის შტურმისას სხვა დაკავებულების სასამართლო პროცესი.
ყველას დიდი მადლობა მოკითხვისათვის და შეწუხებისათვის!❤️
ჩვენი ბრძოლა გაგრძელდება გავრილოვების რეჟიმის დასრულებამდე. 🇬🇪✊” – წერს გია ბარამიძე facebook-ში.

ეგახსნებთ, დღე დილით პარტია “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში შსს-ს სპეცრაზმი შევიდა და ოთახი, სადაც ნიკა მელია და ოპოზიციური პარტიის სხვადასხვა ლიდერები ჟურნალისტებთან იმყოფებოდნენ, შტურმით აიღეს.

ნაცმოძრაობის პარტიის ოფისის მე-3 სართულზე სპეცრაზმმა სავარაუდოდ წიწაკის გაზი გაუშვა, რის შემდეგ შევიდნენ ოთახში, სადაც ნიკა მელია იმყოფებოდა ოპოზიციის ლიდერებთან ერთად და მელია დააკავეს.

შსს-მ “ნაცმოძრაობის” ოფისთან 21 პირი დააკავა, მათ შორისაა გია ბარამიძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...