გია ბარამიძე: არჩევნებად წოდებულ ამ სპეცოპერაციას არ ვაღიარებთ და ვიწყებთ ხალხის მობილიზებას

ამის შესახებ “ნაცმოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.

“ჩვენ არა მარტო იმას ვაპირებთ, რომ არ ვაღიაროთ ეს სპეცოპერაცია, როგორც არჩევნები, არამედ ყველამ დაინახა, რომ ასე გაგრძელება შეუძლებელია. ჩვენ ვაპირებთ უფრო მაღალ რეგისტრში ავიყვანოთ ჩვენი ბრძოლა და დაპირისპირება.

სანდრამ დაიმსახურა ეს პატივი და შესაძლებლობა როგორც ახლად დაბადებულმა, ბრძოლაში გამობრძმედილმა ლიდერმა, რომელმაც ახალი თვისებები გამოავლინა. სიმტკიცე, გაუტეხლობა და გამჭრიახობა. რაც მან ისაუბრა ეს არის სწორი. უნდა მივიდეთ ჩვენ ხალხთან, მოვახდინოთ მათი მობილიზება და დავიწყოთ პროტესტი რეგიონებიდან და საბოლოო ჯამში დავამთავროთ ივანიშვილის შუშის სასახლესთან”, – განაცხადა გია ბარამიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...