გია ბარამიძე ამნისტიაზე: არ ღირს არანაირი დეპუტატობა მაგის ფასად! – ამას ხალხი არ გაპატიებთ!

“არ ღირს არანაირი დეპუტატობა მაგის ფასად! ეგ არც მორალურად და არც პრაგმატულად გამართლებული ნაბიჯი არაა და ამას ხალხი არ გაპატიებთ!”

ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთერთი ლიდერი გია ბარამიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მიღწულ შეთანხმებას ამნისტიის შესახებ კანონპროექტის მიმზადებასთან დაკავშირებით.

“რა უნამუსო უნდა იყოს ადამიანი, რომ პარლამენტის თბილ სკამზე უმაქნისად და ქვეყნისთვის სრულიად უსარგებლოდ, მოკალათების საბაბის მოსაძებნად, ოკუპაციას რომ აპროტესტებდნენ, იმ ბავშვების თვალების დამთხრელებს, ამინისტია გამოუცხადო.
არ ღირს არანაირი დეპუტატობა მაგის ფასად! ეგ არც მორალურად და არც პრაგმატულად გამართლებული ნაბიჯი არაა და ამას ხალხი არ გაპატიებთ! ” – წერს გია ბარამიძე Facebook -ში
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...