გია ბარამიძე: 6 თვე რომ გეუბნება კობახიძე, აი ვნახავ თუ არ შემოხვალ პარლამენტშიო და შეხვალ, ბუნებრივია, ეს გატყდომას ნიშნავს

ყველამ ერთად ძალიან კარგად ვიცოდით, რომ ამ ბრძოლაში რაღაცა მომენტში ვიღაცა ან შეცდებოდა, ან გატყდებოდა, ან გაიყიდებოდა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ განაცხადა.

„როდესაც საზოგადოებას 6 თვე ეუბნები, რომ პარლამენტი ძალადობით და გაყალბებით აირჩა, ის არალეგიტიმურია და ამბობ, რომ ასეთ არალეგიტიმურ პარლამენტში არ შევალ და აქედან 6 თვის განმავლობაში კობახიძე გეუბნება, რომ კი, აი, გნახავთ, როგორ შემობრძანდებით, ამ ფონზე, როცა შეხვალ, ბუნებრივია, ეს შენ გატყდომას და შენი სიტყვის გატეხვასაც ნიშნავს. საზოგადოება ამას ასე არ გაატარებს.

ნათელია, რომ სამი კატეგორია არის რამაც გამოიწვია ძალების თუ პიროვნებების აი ამ ე.წ. პარლამენტში შესვლა. ვინც გაიყიდა კარგად ჩანს, „ქართული ოცნების“ რიტორიკით ლაპარაკობს და ზოგჯერ „ქართულ ოცნებაზე“ აგრესიულია ჩვენთან მიმართებაში, იმასთან რა თქმა უნდა, სულელი უნდა იყო, იმედი დაამყარო, რომ შეიძლება ითანამშრომლო“, -განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...