ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-12 საერთაშორისო გამოფენაზე გურჯაანის ღვინოებმა 37 მედალი მოიპოვეს

გურჯაანში წარმოებულმა ღვინოებმა, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-12 საერთაშორისო გამოფენაზე, 4 ოქროს, 10 ვერცხლის და 23 ბრინჯაოს, ჯამში 37 მედალი მოიპოვეს.

ღვინის მე-12 საერთაშორისო კონკურსზე მსხვილი კომპანიების, მცირე და საოჯახო მარნების, სულ 81 კომპანიის მიერ წარმოებული 300-ზე მეტი ღვინის ნიმუში იქნა წარდგენილი.

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-12 საერთაშორისო გამოფენაზე, გურჯაანის მუნიციპალიტეტიდან ღვინის მარნები და კომპანიები გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის ინიციატივით წარსდგნენ. ათმა ღვინის მარანმა გამოფენაში მონაწილეობა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიისა და კახეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით მიიღო.

“მაშინ, როცა ჩვენ ვსაუბრობდით საოჯახო ტიპის მარნების განვითარებაზე, თავიდან გამოხმაურება არც ისე დიდი იყო, ნელ-ნელა დავიწყეთ და სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამებში ჩასართავად მაქსიმალურად გამოვხატავდით მხარდაჭერას ჩვენი მუნიციპალიტეტის მეღვინეებისთვის. ძალიან მოხარული ვარ, როცა დღეს ვხედავთ ჩვენი მუშაობის გარკვეულ შედეგებს, მათ დღითიდღე მზარდ რაოდენობას და ამასთან, წარმატებებსაც. ჩვენი მუნიციპალიტეტი, როგორც მეღვინეობა -მევენახეობის მუნიციპალიტეტი, რა თქმა უნდა გამორჩეულია და დამერწმუნეთ, რომ ასეთ ღვინოს სხვაგან ნამდვილად ვერსად დააგემოვნებთ. ვულოცავ ჩვენს ღვინის მწარმოებლებს ასეთ მასშტაბურ შედეგს და კიდევ უფრო მეტ წარმატებას ვუსურვებ მომავალში,” – გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი.
წარმოგიდგენთ მედალოსან ღვინოებს გურჯაანიდან:

ოქროს მედალი
„ქისი-მწვანე“ თეთრი მშრალი/ქვევრი (შალვინო, შალვა გვარამაძის მარანი);
„მწვანე ქვევრის“ თეთრი მშრალი/ქვევრი (ქვევრის ღვინის მარანი);
„ქვევრის ქისი“ თეთრი მშრალი/ქვევრი (ქვევრის ღვინის მარანი);
„საფერავი ქვევრის“ წითელი მშრალი/ქვევრი (კახური ღვინის მარანი);
ვერცხლის მედალი
„გურჯაანი 2015“ თეთრი მშრალი (კახური ღვინის მარანი);
„ქისი ქვევრის“ თეთრი მშრალი/ქვევრი (დუგლაძის ღვინის კომპანია);
„წარაფი“ თეთრი მშრალი/ქვევრი (შალვინო, შალვა გვარამაძის მარანი);
„დაისი/ქისი“ თეთრი მშრალი/ქვევრი (ბოლერო და კომპანია);
„მწვანე/ქვევრი“ თეთრი მშრალი/ქვევრი (კახური ღვინის მარანი);
„რქაწითელი ქვევრის” თეთრი მშრალი/ქვევრი (ქვევრის ღვინის მარანი);
„საფერავი“ წითელი მშრალი (კახური ღვინის მარანი);
„მუკუზანი“ წითელი მშრალი (კახური ღვინის მარანი);
„საფერავი“ წითელი მშრალი/ქვევრი (შალვინო, შალვა გვარამაძის მარანი);
„ახაშენი“ წითელი ს/ს (კახური ღვინის მარანი);
ბრინჯაოს მედალი
„წინანდალი“ თეთრი მშრალი (კახური ღვინის მარანი);
„მუკუზანი“ თეთრი მშრალი (გოჩა იჩკიტიძის მუკუზნის ღვინის ქარხანა);
„რქაწითელი“ თეთრი მშრალი (კახური ღვინის მარანი);
„დაისი ხიხვი“ თეთრი მშრალი/ქვევრი (ბოლერო და კომპანია);
„საღირაული“ თეთრი მშრალი/ქვევრი (გიორგი ხელაშვილი);
„მწვანე“ თეთრი მშრალი/ქვევრი (შალვინო, შალვა გვარამაძის მარანი);
„ქისი“ თეთრი მშრალი/ქვევრი (შალვინო, შალვა გვარამაძის მარანი);
„დაისი რქაწითელი“თეთრი მშრალი/ქვევრი(ბოლერო და კომპანია);
„დაისი მწვანე“ თეთრი მშრალი/ქვევრი(ბოლერო და კომპანია);
„ხიხვი ქვევრის“თეთრი მშრალი/ქვევრი(ქვევრის ღვინის მარანი);
„ხიხვი“ თეთრი მშრალი/ქვევრი (შალვინო, შალვა გვარამაძის მარანი);
„ოქროს მტევანი “ თეთრი მშრალი/ქვევრი (კახელო ტრეიდი);
„რქაწითელი ქვევრი“ თეთრი მშრალი/ქვევრი(კახური ღვინის სახლი);
„თორნიკე ლომთაძე“ თეთრი მშრალი/ქვევრი ( ლომთაძის მარანი)’
„საფერავი rose” (კახური ღვინის მარანი);
„საფერავი მუკუზანი“ წითელი მშრალი (კახური ღვინის მარანი);
„ოქროს მტევანი“ წითელი მშრალი (კახელო თრეიდი);
„საფერავი ქვევრის“ წითელი მშრალი/ქვევრი (ქვევრის ღვინის მარანი);
„დაისი ალადასტური“ წითელი მშრალი/ქვევრი (ბოლერო და კომპანია);
„დაისი საფერავი“ წითელი მშრალი/ქვევრი (ბოლერო და კომპანია);
„კაბერნე საფერავი ქვევრის“ წითელი მშრალი/ქვევრი (კახური ღვინის მარანი);
„ქინძმარაული“ წითელი ს/ს (კახური ღვინის მარანი);
„საფერავი მუკუზანი“ წითელი ს/ს (დუგლაძის ღვინის კომპანია);
აღსანიშნავია, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტი მეღვინეობა-მევენახეობის მიმართულებით გამორჩეული მუნიციპალიტეტია, სადაც ყველაზე მეტი – ადგილწარმოშობის 7 მიკროზონა, 50-ზე მეტი ღვინის მარანი და 31 ღვინის საწარმოა, რაც შესაბამისად, ქმნის იმის საფუძველს რომ სწორედ გურჯაანის მუნიციპალიტეტია ლიდერი ყურძნის წასსრმოებისა და გადამუშავების მიმართულებით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად