“ღვინის ქარხანა გალერია”-ში მომდარი ჩხუბის გამო, ქუმსიშვილის შვილი სამართალდამრღვევად სცნეს

4 დღის წინ, 16 აგვისტოს რესტორან “ღვინის ქარხანა გალერია”-ში ჩუხუბი მოხდა. არსებული ინფორმაციით 2 ახალგაზრდა ობიექტის დაცვის თანამშრომელს დაუპირისპირდა. რის გამო, რესტორანში საპატრულო პოლიცია გამოიძახეს და ორივე ახალგაზრდა ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

მოგვიანებით გაირკვა რომ ჩხუბში მონაწილე ერთ-ერთი ახალგაზრდა ეკონომიკისა და  მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის შვილი იყო. რომელის თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად სცნო და ადმინისტრაციული სახდელი შეუფარდა.

მომხდარ ფაქტზე “აიპრესს” შსს-ში განუცხადეს, რომ “საპატრულო პოლიციაში შემოვიდა შეტყობინება, რომ პეტრიაშვილის ქუჩაზე რესტორან “ღვინის ქარხანა გალერია”-ში მოხდა ჩხუბი. ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდნენ სამართალდამცველები.

გაირკვა, რომ 1994 წელს დაბადებულ ვ.ხ-ს და 1996 წელს დაბადებულ ი.ქ-ს კერძო დაცვის თანამშრომლებთან მოუვიდათ შელაპარაკება, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ადგილზე მისულ სამართალდამცველებს ვ.ხ.-მ და ი.ქ.-მ გაუწიეს წინააღმდეგობა.

სამართალდამცველების არაერთი მოწოდების მიუხედავად, არ დაემორჩილნენ მათ კანონიერ მოთხოვნას, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ორივე მათგანი ადმინისტრაციული წესით დააკავეს, ხოლო ჩხუბის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.

სამართალდამცველების მიერ დაკავებული ორივე ახალგაზრდა მოსამართლემ სამართალდამრღვევად ცნო და ადმინისტრაციული სახდელი შეუფარდა.”

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...