“ღირსების მარში შედგა”- შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ღირსების მარში გაიმართა

დღეს დაანონსებული ღირსების მარში მაინც გაიმართა, ლგბტ თემის წარმომადგენლები შსს-თან შეიკრიბნენ და შსს-ს ქმედებები დაგმეს.

“შსს არის უნიათო სამინისტრო და არა მხოლოდ უნიათო, არამედ მოძალადე, რომელიც არბევს და ასახიჩრებს საკუთარ მოქალაქეებს, ხოლო მეორე მხრივ აბსოლუტურად მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც ცდილობენ კონსტიტუციით გარანტირებული უფლება ამოიყენონ, მათ უარს ეუბნებიან თანამშრომლობაზეც კი. ისინი თანამშრომლობენ ძალადობრივ ფაშისტურ ჯგუფებთან და მფარველობენ მათ”, – განაცხადა აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი.

აქციის კიდევ ერთი ორგანიზატორი თაზო სოზაშვილი ამბობს, რომ ღირსების მარში შედგა.

“ღირსების მარში შედგა. მოძალადე გახარიამ, რომელმაც 20 ივნისს იძალადა საკუთარ მოქალაქეებზე, იგივე გაიმეორა და უარი გვითხრა ღირსების მარშის უსაფრთხოების დაცვაზე. ღირსების მარში შედგა, თუმცა არა იმ მასშტაბით, როგორც დაგეგმილი იყო”, – განაცხადა თაზო სოზაშვილმა.

აქცია რამდენიმე წუთი გაგრძელდა და დაიშალნენ უსაფრთხოებიდან გამომდინარე.

ფოტო: რადიო თავისუფლება

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...