ღაზას სექტორში ვითარება დაიძაბა, არის მსხვერპლი

ისრაელმა ღაზას სექტორში ავიაიერიშები განახორციელა მას შემდეგ, რაც “ისლამური ჯიჰადის” მეთაურის სიკვდილის შემდეგ, ქვეყნის მისამართით ათობით რაკეტა გაუშვეს. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალები იტყობინება.

ისრაელის არმია აღნიშნავს, რომ ისინი ღაზას სექტორში  “ისლამური ჯიჰადის ტერორისტულ სამიზნეებს თავს დაესხნენ”.

ღაზას სექტორში ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ისრაელის მიერ განხორციელებული თავდასხმების შედეგად, სამი პალესტინელი დაიღუპა და 18 დაშავდა.

ისრაელში, ღაზას სექტორიდან გაშვებული ერთ-ერთმა რაკეტა დასახლების მახლობლად, ავტომაგისტრალთან ჩამოვარდა. ინციდენტის შედეგად მამაკაცი მსუბუქად დაშავდა, მას დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.

მედია ზოგიერთ ქალაქში, მათ შორის თელ- ავივში განხორციელებული ავიარიშების შესახებ იუწყება. ხელისუფლებამ სკოლების დროებით დახურვა გადაწყვიტა. ზოგიერთი შენობა თავშესაფრად გამოიყენება.

ისლამური ჯიჰადის” მეთაურის ლიკვიდაციის შემდეგ, ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ის ისრაელში ბოლოდროს განხორციელებული თავდასხმების უკან იდგა. მან ის “ბომბს” შეადარა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად