ღარიბაშვილი სააკაშვილზე: 9 აგვისტოს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ვხედავდით ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მყოფ სამარცხვინო ადამიანს

დევი ჭანკოტაძემ იკითხა, ვინ მიატოვა ჩვენი სამხედროებიო, ვინ და ბატონმა სააკაშვილმა, ასევე მისმა გაუმართავმა მენეჯმენტმა. ნათლად გამოჩნდა, როგორ იმართა ყველაზე დიდი კრიზისი, ომი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა “ნაცმოძრაობის” სიით გასულ დეპუტატ დევი ჭანკოტაძის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„იყო სრული ქაოსი. რეალურად, ის გმირი სამხედროები, ვინც თავიდან მართავდნენ, თითქმის გავიდნენ ბოლოში, აიღეს მთელი ცხინვალი. შემდეგ, როცა ჩაერთო პოლიტიკური ხელმძღვანელობა, თქვენც კარგად მოგეხსენებათ, სამხედრო ხართ და იცით, რაც და როგორც იყო, ამაზე არ მინდა, ღიად ვილაპარაკო. ვიცით ჩვენ ეს, ამის შემდეგ გაფუჭდა სიტუაცია. ახლა იმას კი არ ვამბობ, რომ ჩვენ რუსეთის არმიას დავამარცხებდით, მაგრამ, ის ქაოსი და უბედურება, განუკითხაობა, რაც ხდებოდა ომში, იყო სწორედ სააკაშვილის და მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობა.

მეგობრებო, შეგახსენებთ ცნობილ ფაქტს, 9 აგვისტოს უშიშროების საბჭოს სხდომას ვხედავთ ალბათ არაფხიზელ მდგომარეობაში, სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალებებით ზემოქმედების ქვეშ მყოფ სამარცხვინო ადამიანს, რომელიც ღლიცინებდა მაშინ, როცა ჩვენი გმირი სამხედროები იქ იღუპებოდნენ. “- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, სადაც ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმა წარადგინა.

პრემიერის ამ განცხადებას “ნაცმოძრაობის” დეპუტატის ეკა ხერხეულიძის რეპლიკა მოჰყვა, რასაც ღარიბაშვილმა ასე უპასუხა:

“ფაქტებს ვახსენებ და გახსენებთ. თქვენ უფლება არ გაქვთ, არ დამეთანხმოთ, რადგან ეს სიმართლე, ფაქტია. უბედურებაა, რომ 8 წელი ჩვენი ქვეყნის განვითარებას უქმნიდით საფრთხეს თქვენ. თქვენ ხართ საფრთხე ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისა და ჩვენი ქვეყნის სტაბილურობის, თქვენ და თქვენი ძალა.

კომენტარები
იტვირთება...