ღარიბაშვილი: “რამდენიმე თვეში ვიხილავთ, მორიგ ჯერზე გამოძევებულ სააკაშვილს”

ასე აფასებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში თანამდებობაზე დანიშვნას.

„ძალიან მოკლედ გეტყვით, ჩვენ ვიხილეთ სამარცხვინო კადრები ყოფილი პრეზიდენტის, რომელმაც დათმო თავის მოქალაქეობა, რომელიც მორიგი სამარცხვინო ფაქტი იყო ალბათ ევროპის ისტორიაში. მსოფლიო ისტორიას არ ახსოვს ასეთი ფაქტი, რომ ადამიანი, რომელიც 9 წლის განმავლობაში იყო პრეზიდენტი, მან უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე და გახდა გუბერნატორი, შემდეგ ვნახეთ როგორ სამარცხვინოდ გააძევეს იგი უკრაინიდან, თმების თრევით, რომ იტყვიან… მე ვფიქრობ ეს არი მისი  მხრიდან მორიგი მცდელობა, რომ მოხდეს მისი პრეინკარნაცია, მაგრამ ვფიქრობ რამდენიმე თვეში ჩვენ ვიხილავთ, მორიგ ჯერზე გამოძევებულ სააკაშვილს“ – განაცხდა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელად დანიშნა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად