ღარიბაშვილი: ჩემი დავალება არის, ყველა ბაზაზე არსებული ყაზარმა იყოს გარემონტებული ისე, როგორც შეესაბამება NATO-ს წევრ ქვეყნებს

ინფრასტრუქტურულ პროექტებზე უპრეცედენტო თანხა იქნება მიმართული – ამის შესახებ თავდაცვის მინისრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა – „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, სამხედრო ბაზების გამართულობა თავდაცვის სამინისტროსთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია –
„2020 წლის ბოლომდე ჩემი დავალება არის, რომ ყველა ბაზაზე არსებული ყაზარმა იყოს გარემონტებული ისე, როგორც შეესაბამება ნატოს წევრ ქვეყნებს“.

ირაკლი ღარიბაშვილმა გეგმის განხორციელების გზებზეც ისაუბრა: „დაახლოებით 500 მილიონი ლარი გვესაჭიროება იმისთვის, რომ თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში შემავალი ყველა ბაზა მოწესრიგდეს ისე, როგორც ევროპულ ქვეყნებს შეეფერება. ეს არის ამბიციური გეგმა, მაგრამ თუ გადავხედავთ ჩვენ მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, გაისად უკვე 100 მილიონის ათვისება შეგვიძლია; მთელი ამ ინფრასტრუქტურული გეგმის 25%, დაახლოებით, იქნება შესრულებული. მომდევნო 3-5 წელიწადში, იმის მიხედვით თუ რა თანხის აკუმულირებას შევძლებთ ბიუჯეტში ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის, დაახლოებით 500 მილიონ ლარს დავხარჯავთ და ამით ყველა პრობლემა იქნება მოწესრიგებული“.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად