ღარიბაშვილი: ნიკა მელიამ გაუწია ორგანიზება ძალადობას, იყო მცდელობა სახელმწიფო გადატრიალების

“ნიკა მელიამ გაუწია ორგანიზება ძალადობას”,-ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა “კურიერთან” განაცხადა.

“ნიკა მელიამ გაუწია ორგანიზება ძალადობას და ეს იყო მათი მცდელობა სახელმწიფოს საკანონმდებლო ორგანოს შენობის დაკავების, რაც არის ტოლფასი ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოს გადატრიალების, რასაც ჩვენი ხელისუფლება არასდროს არ დაუშვებს,”-აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

ცნობისთვის, 20 ივნისს თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია ჩატარება იყო, სადაც პლენარულ სხდომათა დარბაზში, პარლამენტის სპიკერისთვისგანკუთვნილი ადგილიდან, დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა, კომუნისტური პარტიის წევრმა, სერგეი გავრილოვმა მიმართა.

ოკუპანტი ქვეყნის დუმის დეპუტატის, საქართველოს პარლამენტიდან რუსულ ენაზე მიმართვას, საპროტესტო აქცია მოყვა. რის შემდეგ რუსეთის დელეგაციას მოსკოვში მოუწია დაბრინება. საპასუხოდ კი, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიკური საქნციები აამოქმედა და რუსულ კომპანიებს საქართველოში ავია გადაზიდვები აუკრძალა.

მიუხედავად იმისა, რომ გავრილოვმა დატოვა საქართველო აქციის მონაწილეები არ დაშლილან. გვიან ღამით შსს-ს სპეცრაზმმა პარლამენტის შენობის წინ აქციის მონაწილეების დასაშლელად აირი, წყლის ჭავლი და ლეტალური ტყვიები გამოიყენა. აქციის დაშლის დროს დააკავეს 305 პირი.

მომხდარის გამო მღელვარება იმდენად მძლავრი იყო, რომ ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა. ასევე, დეპუტატის მანდატზე უარის თქმა მოუწია ასამბლეის ორგანიზატორს, ზაქარია ქუცნაშვილის.

2019 წლის 21 ივნისს შსს-მ განცხადება გაავრცელა და გამოკითხვაზე ნიკა მელია, ირაკლი ოქრუაშვილი და გიგი უგულავა დაიბარა

მოუხედავად ამისა, საპროტესტო აქცია საქართველოს დედაქალაქში უკვე მეორე დღეა („ევროპული საქართველოს“ ორგანიზებით) მიმდინარეობს. სადაც სამი მოთხოვნაა: 1. გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, 2. გამოუშვან დაკავებული პირები, 3. ჩატარდეს პროპორციული არჩევნები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...