ღარიბაშვილი ხუდონჰესზე: “შეიძლება რაღაც სიკეთე დაზიანდეს, მაგრამ ეს შედარებითია”

NULL

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხუდონჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით ექსპრესნიუსის მიერ დასმულ კითხვაზე საპასუხოდ, ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის სამინისტროებს მოუწოდა, რომ გარემოზე ზეგავლენასთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთონ.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ჰესების მშენებლობისას გარემოზე ზეგავლენის კუთხით, გარემოს დაცვის სამინისტრო “ძალიან ჩასაფრებულია”.

“ადამიანებს, რომლებიც ჰესების მშენებლობას სკეპტიკურად უყურებენ, რომლებიც არც გარემოს არ აზიანებს და მითუმეტეს, მოქალაქეების უფლებებს არ არღვევს. თუ განმარტება არ არის საკმარისი, მოვუწოდებ ენერგეტიკისა და გარემოს სამინისტრო, რომ ნებისმიერ ჰესთან მიმართებაში, განმარტება გააკეთონ. ჩვენ არასდროს განმარტებაზე უარი არ გვითქვამს.

რაც შეეხება გარემოს დაცვის სამინსტროს, თითოეული ჰესის მშენებლობის დროს, ის არის ძალიან ჩასაფრებული. აქ მთელ პროცედურებს გადიან ინვესტორები. გარწმუნებთ, ჩვენ ისე არ გავაკეთებთ არაფერს, დაუფიქრებლად და გაუაზრებლად, რომ ერთი სიკეთის შემოტანით, მეორე უფრო დიდი სიკეთე დავაზიანოთ. პირიქით, ჩვენ ვცდილობთ, უფრო მეტი სიკეთე შევქმნათ. შეიძლება რაღაც სიკეთე დაზიანდეს, მაგრამ ეს ყველაფერი შეფარდებითია და შედარებითია. რაც მთავარია, ეს უნდა იყოს მიმართული მოსახლეობისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის, ენერგოუსაფრთხოება ეს არის ნომერ პირველი ამოცანა”, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად