ღარიბაშვილი: “გირჩის” სექტამ მარიხუანას დარგვა პირდაპირ ეთერში გვაჩვენა, რითაც კანონი თავზე დაგვახია

ასე უპასუხა თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა, დამოუკიდებელ დეპუტატს ლევან გოგიჩაიშვილს გაერთიანებული კომიტეტის მოსმენაზე.

“თქვენ “გირჩის” თემა ახსენეთ. 2016 წელს ჩემთვის აბსოლუტურად შეურაცხმყოფელი იყო, როგორც ყოფილი შს მინისტრისთვის, როცა მე ვნახე ტელეეთერში ამ სექტის მიერ მარიხუანას კულტივაციის რაღაც დემონსტრირება და დარგვა. კანონი უკაცრავად და თავზე დაგვახიეს. მე არ მახსენდება, არც თქვენგან საჯარო გამოსვლები, არავისგან აბსოლუტურად” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...