ღარიბაშვილი ელისაშვილს: ბატონო ალეკო, ნუ ხართ აყოლილი, გამოდით “ნაცმოძრაობის” კომპლექსიდან (ვიდეო)

ბატონო ალეკო, აყოლილი ხართ ნაციონალურუ მოძრაობსი რიტორიკას – ასე მიმართა პრემიერმინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარტია “მოქალაქეების” ლიდერს, ოპოზიციონერ დეპუტატს ალეკო ელისაშვილს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე

“მე არ ვებრძვი ოპოზიციას და თქვენ ნუ ხართ აყოლილი, გამოდით ამ ნაციონალურ მოძრაობის კომპლექსიდან. მე ოპოზიციას კი არ ვებრძვი, მე ვებრძვი იმ ადამიანებს ვინც უზარმაზარი ზიანი, გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა ჩვენ სახელმწიფოს. ვინც ტერიტორიები დაგვაკარგინა, ვინც გაყიდა ჩვენი ისტორიული მიწები, ვინც ასიათასობით ჩვენს მოქალაქეს პატივი, ნამუსი და ღირსებ აყარა. ვინ ბიზნესები დაანგრია, აწამა ჩვენი მოსახლეობა. აი, ამ ხალხს ვებრძვი და ყველაფერს გავაკეთებ, რომ მე, რიგითი პოლიტიკოსი და მოქალაქე, ასეთი ანტისახელმწიფოებრივი მოაზროვნე, ჩვენი ქვეყნის მტრები, ვერასდროს დაბრუნდნენ ხელისუფლებაში.

როდის დაინახეთ, რომ მე ვებრძვი ოპოზიციას, მე ვებრძვი ჩემი ქვეყნის მტრებს” ” – ასე უპასუხა პრემიერმინისტრობის კანდიდატმა ალეკო ელისაშვილის კითხვას. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...