ღარიბაშვილი დავით გარეჯის თემაზე: ზურაბ ნოღაიდელმა დაადასტურა, რომ ეს იყო სააკაშვილის დონეზე მიღებული გადაწყვეტილება

„მაყურებლისთვის რომ განვმარტოთ, მე წამოღებული მაქვს შეთანხმების აქტის ასლი, ეს მოღალატე პოლიტიკოსები მოსახლეობას აბნევენ. თითქოს ჩვენ სააკაშვილს და მის ხელისუფლებას ტყუილად ვაბრალებთ არამართლზომიერ შეთანხმებას“, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში – „ნამდვილი რიცხვები“ დავით გარეჯის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მინისტრმა გადაცემაში შეთანხმების შესახებ განმარტება გააკეთა: „ჩვენთან არის კომისია, რომელიც სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაციასთან დაკავშირებით მუშაობს, აზერბაიჯანშიც ანალოგიური კომისიაა, ანუ ორი სახელმწიფო კომისია თანხმდება ჯერ და ეს მოხდა, რომელიც დადასტურებულია ხელმოწერებით – აგერ არის მელაშვილი, ილიჩევა, დათუნაშვილი, დიასამიძე. ერთი ფაქტი მაგალითად, აქ სხვებიც აწერენ ხელს.“

მისი თქმით, ჯერ საზღვართან დაკავშირებით შეთანხმება ხდება, შემდეგი ეტაპი კი, არის ხელმოწერა პრეზიდენტის მიერ და პარლამენტში რატიფიცირება. ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნა, რომ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ზურაბ ნოღაიდელმა დაადასტურა კიდეც, რომ ეს იყო სააკაშვილის დონეზე მიღებული გადაწყვეტილება. „მან თქვა, რომ სააკაშვილმა დაასკვნა, რომ ეს ასე არის, ამას უნდა შევეგუოთ და დავთანხმდეთ. რას ნიშნავს შევეგუოთ და დავთანხმდეთ? 3600 ჰექტარი მიწაა გადაცემული არამართლზომიერად, ჩვენი პირველადი შეფასებით. ეს არ არის ღალატი?“ –  განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, პროკურატურამ დავით გარეჯის საკითხზე სახელმწიფოს მიერ შექმნილი კომისიის ყოფილი თავმჯდომარის ივერი მელაშვილს( 2007 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის, დემარკაციის და სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი, კომისიის წევრი, ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი) და 2007 წელს დავით გარეჯის საკითხზე შექმნილი სახელმწიფო კომისიის წევრ ნატალია ილიჩოვას ბრალი საქართველოსთვის საზიანო გადაწყვეტილების მიღებისთვის წაუყენა. (პროკურატურის განცხადების სრული ვერსი შეგიძლიათ იხილოთ აქ: პროკურატურამ დავით გარეჯის საქმეზე ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავა )

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბესიკ კურტანიძემ დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულ ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის სახის ღონისძიებად ორთივიანი პატიმრობა შეუფარდა.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომ უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

განაცხადებაში ნათქვამია: “თავდაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, კომისიის მიერ საქართველო აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა.” 

მიუხედავდ იმისა, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სახელი არ ფიგურირებს, ვრცელდება ინფორმაცია რომ დავით გარეჯის საქმე მიხეილ სააკაშვილს უკავშირდება.

მიხეილ სააკაშვილმა კი პროკურატურის განცხადების საპასუხოდ განაცხადა: ჩემი პრეზიდენტობის დროს ყველა ქართველს შეეძლო დავით გარეჯში მოლოცვა და ბერად აღკვეცა (ვიდეო)

მოგვიანებით კი „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ დავით გარეჯის საკითხზე საქმის აღძვრასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ რადიკალური ოპოზიცია ამ საკითხის პოლიტიზებას ცდილობს. მისი თქმით, წამოცდენა იყო თუ რა იყო,70-80 მილიონი აქვს აღებული თურმე ამ საქმეში სააკაშვილს

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად