ღამით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტყეში ხანძარი გაჩნდა

ადგილობრივების ინფორმაციით, ცეცხლი სოფელ ნახმოვანის მახლობლად, რამდენიმე ჰექტარ ტყეს გაუჩნდა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, ბალახი და ბუჩქები იწვოდა.

“ცეცხლის ქრობის პროცესი საღამოს დაიწყო, ამ დროისთვის ადგილზე რჩება ჯგუფები, რათა მოხდეს მონიტორინგი, რომ ხანძარი არ გავრცელდეს. დილიდან კი სალიკვიდაციო სამუშაოები დაიწყება,”- განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსაxურში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად