ღამით მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეუწყდება

ხანგრძლივმა კოკისპირულმა წვიმამ და არაგვის ადიდებით გამოწვეულმა ღვარცოფებმა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ არაგვის ხეობაში მდებარე სათავე ნაგებობების ფუნქციონირებას  პრობლემა შეუქმნა,-  ამასთან დაკავშირებით "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" განცხადება გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ შექმნილმა მდგომარეობამ წყალმომარაგების ჩვეული რეჟიმების დარღვევა გამოიწვია. 

აღნიშნულის გამო, 7ივნისის 02:00 საათიდან 8 ივნისის 02:00 საათემდე წყალმომარაგება ცენტროლიტის დასახლებას, ანდრონიკაშვილის, ბიჭვინთის და რევოლუციის ქუჩებს, კონიაკის დასახლებას, იპ.ივანოვის, ზარზმის, ილორის, სარაჯიშვილის ქ. თემქის IIIმ/რ, გლდანის მასივის III, IIIა, V, VI, VII, VIII მ/რ, გლდანულას დას; გაზის დას; ბერთუბნის დას; სოფ. გლდანს, სოფ. გიორგიწმინდას, მუხიანის I, II, III მ/რ, მუხიანის სამხედრო დასახლებას და აგარაკებს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გლდანის საპატიმროს, „ჰაიდელბერგცემენტის“ ბეტონის ქარხანას შეუწყდება. 

როგორც განცხადებაშია აღნიშნული „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ამ დრომდე საგანგებო რეჟიმში მუშაობს, რაც მდგომარეობის სრულ სტაბილიზაციამდე და წყალმომარაგების ჩვეული რეჟიმების აღდგენამდე  გაგრძელდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...