“ღამით გაძლიერდება ყინვა”-მაღალმთაში ტემპერატურა -20 გრადუსამდე დაეცემა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 26-27 იანვარს ჰაერის ტემპერატურა +7, +12 გრადუსამდე მოიმატებს.

25-26-27 იანავარს მოსალოდნელია უნალექო ამინდი. ღამით გაძლიერდება ყინვა. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში -4, -6, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ზოგან -8, მთაში -15, მაღალმთაში -20 გრადუსამდე დაიკლებს. 26-27 იანვარს +7, +12 გრადუსამდე მოიმატებს.

🌡ქ. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა 25-27 იანვარს ღამის საათებში -1, -3 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით კი +8, +10 გრადუსამდე მოიმატებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად