ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ფარგლებში ციფრულ და ონლაინ მედიამარკეტინგში ტრენინგები იგეგმება 

თბილისის მერიის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტი „ღამის ლაბორატორიის“ ღონისძიებათა სერიის ფარგლებში, ბიზნეს აქსელერატორ „სპარკთან“ ერთად, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს სთავაზობს უფასო ტრენინგების სერიას ციფრულ და ონლაინ მედიამარკეტინგში.

ღონისძიება ორდღიანია და 22-23 აგვისტოს, 19:00 საათზე, ცოტნე დადიანის N164-ში, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში მდებარე „სპარკში“ გაიმართება. 

ღონისძიების სამიზნე ჯგუფი ტურიზმის, კვების ობიექტების, გასართობი ინდუსტრიის წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები არიან. ტრენინგის მეშვეობით, მათ მიეცემათ საშუალება, განავითარონ მომსახურების ხარისხი, გაიგონ როგორ მუშაობს ციფრული და ონლაინ მედიამარკეტინგი და ისწავლონ სოციალური მედიის მიზნობრივად გამოყენება. 

ამის შესახებ ინფრომაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...