“ღამე აეროპორტში ეძინა” – გიორგი შერმადინი რუსეთში არ შეუშვეს

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების წევრი გიორგი შერმადინი რუსეთში არ შეუშვეს. რუსულ მხარეს გამარტება ამ დრომდე არ გაუკეთებია.

რუსეთში, საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის დასკვნითი ეტაპი უნდა გაიმართოს, თუმცა იქ ესპანური “ტენერიფეს” ქართველი კალათბურთელი არ შეუშვეს. საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა მთელი ღამე ნიჟნი ნოვგოროდის აეროპორტში გაათენა.

ინფორმაცია “ტენერიფეს” ბრაზილიელმა კალათბურთელმა მარსელინიო ჰუერტასმა Instagram-ზე Story-საშუალებით გაავრცელა: “გიორგის ძალზედ მნიშვნელოვანი მატჩს წინ ამ სავარძელზე ეძინა. ჩვენ შენთან ვართ გიო!” – დაწერა ბრაზილიელმა კალათბურთელმა.

აღნიშნული ფაქტის შესახებ ინფორმაცია ესპანურმა გამოცემა Marca-მაც გაავრცელა.

“ტენერიფე” და FIBA ამ მომენტისთვის პრობლემის გადაჭრაზე მუშაობენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...