ანი შაქარაშვილი ჩიქოვანის დედას: N1 დამნაშავეა შენი შვილი ვახტანგ ჩიქოვანი და 17 წელი ციხის იატაკის ხეხვას ვერ აცდება!

გარდაცვლილი 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის და, ანა შაქარაშვილი სოციალურ ქსელში  “ტვ პირველის” სიუჟეტს ეხმაურება, სადაც საქმის მონაწილე ვახტანგ ჩიქოვანის შესახებ არის საუბარი.

კერძოდ,  სიუჟეტში საკუთარ შვილზე ვახტანგ ჩიქოვანის დედა საუბრობს და აცხადებს, რომ მისი შვილი უდანაშაულოა.

ვახტანგ ჩიქოვანის დედას  ანა შაქარაშვილი პასუხობს: “თქვე არაადამიანებო ერთადერთი უდანაშაულო ადამიანი რომელიც წყეულ დაბადების დღეზე იმყოფებოდა იყო ჩემი ძმა, რომელიც დღეს მიწაში წევს ! და თქვენ ისიც არ გინდათ რომ თქვენმა მკვლელმა შვილებმა სასჯელი მოიხადონ !!! N1 დამნაშავეა შენი შვილი ვახტანგ ჩიქოვანი და 17 წელი ციხის იატაკის ხეხვას ვერ აცდება !!! ამდენ არაფრის მომტან წივილს მიწა გათხარე და შიგ ცოცხლად ჩაწექი მკვლელი შვილი რომ გაზარდე !!!”, – წერს ანა შაქარაშვილი სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ:  გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ 5 პირს ბრალი დაუმძიმდა. მათ გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობასაც ედავება. მათ 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

კონკრეტულად, ბრალი დაუმძიმდა “ტოიოტა ქემრის” მგზავრებს ვახო ჩიქოვანს, აკაკი ქვრივიშვილს, არჩილ გაგნიძეს, ნიკა რევაზიშვილს და არასრულწლოვან ზ.ხ.-ს. 5 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაიწყო

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად