გერმანულმა მხარემ პროფესორი ოთო აბესაძე გორლიცის უნივერსიტეტის გაეროს ეკონომიკური კვლევების ექსპერტად წარადგინა

პროფესორი ოთო აბესაძე გორლიცის უნივერსიტეტის მკვლევარის ეგიდით გაეროს ეკონომიკური კვლევების ექსპერტად წარადგინა გერმანულმა მხარემ.

შეგახსენებთ, რომ ოთო აბესაძე 2012-2017 წლებში სხვადასხვა მაღალ თანამდებობას იკავებდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და თბილისის მერიაში.

2017 წლის 11 ივლისს ის დააკავეს ქრთამის აღების ბრალდებით, თუმცა მას აღნიშნული ბრალი არ დაუმტკიცდა.

დღეის მდგომარეობით ოთო აბესაძე სეუ-ს, კავკასიის უნივერსიტეტის, თსუ-ს და თოუ-ს პროფესორია, ასევე, რიგის ტექნიკური უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი და ციტუ გორლიცის უნივერსიტეტის მკვლევარი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად