გერმანული გამოცემა “შპიგელის” ჟურნალისტმა პუტინს კითხვა ხანგოშვილის მკვლელობაზე დაუსვა

ამ წუთებში შპიგელის ჟურნალისტი კითხვას უსვამს ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაზე.

„ის, რაც გერმანულ მხარეს ადარდებს, არის საქართველოს მოქალაქის, ჩეჩენი ნაციონალობის მქონე ხანგოშვილის მკვლელობა. იქ არის პირდაპირი წინააღმდეგობა ბერლინისა და მოსკოვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციებს შორის.

ბერლინი ამბობს, რომ მას არ მიუღია სათანადო ინფორმაცია მკვლელის შესახებ მოსკოვიდან, რომ ეს ადამიანი რუსეთში უკვე იჯდა ციხეში, ამიტომ, ბუნებრივია, ამ პირის შესახებ მონაცემები უნდა არსებობდეს.

თქვენ კი პარიზში განაცხადეთ, რომ რუსულმა მხარემ არაერთხელ დასვა ამ პირის გადაცემის საკითხი, თუ7მცა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ არანირი მოთხოვნა რუსეთის მხრიდან არ გაკეთებულა.

ასე რომ, რომელია მართალი, იგი, თუ თქვენ?“, – ეკითხება ჟურნალისტი.

„ისიც და მეც… რადგან ეს საკითხები არაერთხელ იქნა განხილული სპეცსამსახურების დონეზე. ოფიციალური მოთხოვნა ჩვენი პროკურატურის მხრიდან მართლაც არ ყოფილა, ჩვენმა კომპეტენტურმა ორგანოებმა ეს უაზრობად ჩათვალეს, ვინაიდან უარყოფით პასუხს იღებდნენ.“ – პასუხობს მას პუტინი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად