გერმანიის თავდაცვის მინისტრი: ევროპამ და აშშ-მა, ასადზე და პუტინზე ზეწოლა უნდა გააძლიერონ

ევროპამ და აშშ-მა უნდა გააძლიერონ ერთობლივი ზეწოლა სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადზე და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინზე, – ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერმა გამოცემა Frankfurter Allgemeine Sonntagszeitung-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი მოსაზრებით, აუცილებელია, რომ გზა თავისუფალი იყოს პოლიტიკური მოლაპარაკებებისთვის, რათა წერტილი დაესვას საშინელ ომს სირიაში. მან ჰუმანიტარულ მდგომარეობას ახლო აღმოსავლეთში საშინელი უწოდა.

26 თებერვალს, 14 ქვეყნის ლიდერებმა ვლადიმირ პუტინსა და ბაშარ ასადს მოუწოდეს, შეწყვიტონ საომარი მოქმედებები იდლიბში.

„ჩვენ პასუხისმგებელი პირები უნდა მივცეთ სამართლიან პასუიხსგებაში“, – წერს თავის Twitter გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაიკო მაასი.

22 თებერვალს კი, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ სირიის პროვინცია იდლიბში კონფლიქტის ესკალაციის გამო, სადაც თურქეთის სამხედრო ძალა და ანკარას მიერ მხარდაჭერილი ოპოზიციის ძალები ასადის ჯარებს შეეჯახნენ, ევროპა საემიგრაციო კრიზისის წინაშე დგას. მისი თქმით, სიტუაცია შესაძლოა ჰუმანიტარულ კატასტროფამდე მივიდეს.

იდლიბში, თურქი სამხედროების კოლონაზე სირიის საჰაერო ძალების მიერ განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 33-ს მიაღწია, ხოლო დაშავებულია 35-ზე მეტი სამხედრო. მომხდარის საპასუხოდ კი, თურქეთის ძალებმა, სირიის სამთავრობო პოზიციებზე იერიშის მიტანა დაიწყო.

ამის შემდეგ კი, თურქეთმა მიგრანტებისთვის, რომლებსაც ევროკავშირის ზონაში მოხვედრა სურდათ, გახსნა თავისი საზღვრები. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ ევროკავშირი თურქეთს, მიგრანტების სიტუაციასთან დაკავშირებით დახმარებას დაპირდა, თუმცა არაფერი გააკეთა. მისი თქმით, თურქეთი-სირიის საზღვარზე უკვე გაიარა 18 000-მა ადამიანმა.

შეთანხმების მიხედვით, რომელიც ევროკავშირსა და თურქეთს შორის 2016 წელს გაფორმდა, თურქეთი მიიღებს ყველა მიგრანტს, ხოლო ევროკავშირი მას ფინანასურად დაეხმარება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად