გერმანიის თავდაცვის მინისტრი: ბალკანებზე რუსეთისა და ჩინეთის გავლენა იზრდება

რუსეთი ბალკანებზე გავლენის იგივე ფორმებს იყენებს, როგორც ბალტიისპირეთის ქვეყნებში. რადიო “გერმანული ტალღის” ცნობით, ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერმა განუცხადა.

ნაწილობრივ აღიარებული კოსოვოს რესპუბლიკის დედაქალაქ პრიშტინაში, ნატო-ს მისიის შტაბბინაში სიტყვით გამოსვლისას მან განაცხადა, რომ ბალკანებზე რუსეთისა და ჩინეთის გავლენა იზრდება.

”ჩვენ ვიცით, რომ არა ჩინეთი, არამედ რუსეთი, განსაკუთრებული ინტერესით უყურებს ამ რეგიონს”, – განაცხადა მან. მინისტრის თქმით, რუსეთისთვის ბალტიის ქვეყნების დასავლეთთან ურთიერთობას ისეთივე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რამდენადაც კოსოვოს ორიენტაციას ევროკავშირსა და ნატო-ზე.

მისი თქმით, KFOR-ის მისია არა მხოლოდ ხელს უწყობს რეგიონალური კონფლიქტის მოგვარებას, არამედ საშუალებას აძლევს კოსოვოს გადაწყვიტოს, რა იქნება მისი პოლიტიკური მომავალი.

”ეს სახელმწიფოთა პოლიტიკურ სუვერენიტეტთან დაკავშირებით ჩვენს გაგებასა და ღირებულებებს შეესაბამება”, –  აღნიშნა მან ლონდონში ნატო-ს სამიტის წინა დღეს, რომელიც 3-4 დეკემბერს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად