გერმანიის შს მინისტრი ლტოლვილების სამშობლოში დაბრუნებას მოითხოვს

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის ჰორსტ ზეეჰოფერის განცხადებით, ლტოლვილთა სტატუსი აუცილებლად უნდა ჩამოერთვათ მათ, ვინც სირიის ტერიტორიაზე შვებულებას რეგულარულად ატარებს. ამის შესახებ ინფორმაციას Das Bild ავრცელებს.

მინისტრის თქმით, თუ გერმანიის მიგრაციისა და ლტოლვილთა ფედერალურ ოფისს ასეთი მოგზაურობის შესახებ ეცნობება, ლტოლვილის სტატუსის მოხსნის საკითხი დაუყოვნებლივ განიხილება.
ზეეჰოფერმა განაცხადა, რომ გერმანია სირიაში არსებულ ვითარებას ყურადღებით აკვირდება და ლტოლვილებს რაც შეიძლება მალე ქვეყანაში დააბრუნებს.

გამოცემის ცნობით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში, 62 ათასზე მეტ ადამიანს ლტოლვილის სტატუსზე უკვე უარი ეთქვა.
მანამდე, იაპონიის ქალაქ ოსაკაში G20-ის სამიტის დაწყებამდე, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა Financial Times– ს ინტერვიუ მისცა, სადაც მან გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი მიგრაციული პოლიტიკის გამო მკვეთრად გააკრიტიკა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად