გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა დონბასში, სადემარკაციო ხაზთან ვიზიტი გააუქმა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მაასმა აღმოსავლეთ უკრაინაში, სადემარკაციო ხაზთან დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა. გამოცემა Deutsche Welle გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, რომ მაასის დონბასში ვიზიტი უამინდობის გამო გაუქმდა.

მოსალოდნელი იყო, რომ ჰაიკო მაასი ხარკოვში 18 ნოემბერს საღამოს ჩავიდა, 19 ნოემბერს, დილით კი ვერტმფრენით სადემარკაციო ხაზთან გაემგზავრებოდა, თუმცა, ხარკოვის აეროპორტში ძლიერი ნისლის გამო, ბევრი ავიარეისი გაუქმდა ან გადაიდო.

გავრცელებული ინფორმაციით, ჰაიკო მაასი უკრაინაში ჩავა და “ნორმანდიულ ფორმატში” მოსალოდნელი სამიტის დეტალებს განიხილავს. იგი შეხვედრებს უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან, პრემიერ-მინისტრ ალექსეი გონჩარუკთან და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან ვადიმ პრისტაიკოსთან გეგმავს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად