გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი კარანტინში გადავიდა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ჰაიკო მაასის უსაფრთხოების ერთ-ერთი ოფიცერი კორონავირუსით დაინფიცირდა, ამასთან დაკავშირებით მინისტრი კარანტინში გადავიდა, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსზე გაკეთებულმა მისმა ტესტმა ნეგატიური პასუხი აჩვენა. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური იუწყება.

”საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაიკო მაასი დღეს წავიდა საკარანტინში ინფექციის შესახებ კანონის შესაბამისად, იმის გამო, რომ მისი დაცვის ერთ-ერთ წევრს COVID-19 დაუდგინდა. პირველი ტესტი COVID19-ზე, რომელიც დღეს მას ჩატარდა, უარყოფითი იყო”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტრო ამჟამად ადგენს, თუ რა ზომების მიღებაა საჭირო, არის თუ არა სხვა პირების მხრიდან პოტენციური საფრთხე.

მაასი ბრიუსელში გასულ კვირას ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას დაესწრო.

პანდემიის დასაწყისში, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა კი ორი კვირა გაატარა თვითიზოლაციაში, თუმცა მისთვის გაკეთებულმა კორონავირუსის ტესტმა, სამივეჯერ უარყოფითი შედეგი აჩვენა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად