გერმანიის პრეზიდენტი: ქედს ვიხრი პოლონეთში დაღუპულების წინაშე და პატიებას ვითხოვ

გერმანიის პრეზიდენტის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის განცხადებით, გერმანია არ დაივიწყებს საკუთარ დანაშაულს, რაც მეორე მსოფლიო ომის დროს ჩაიდინა. ამის შესახებ პრეზიდენტმა პოლონეთის ქალაქ ველუნში განაცხადა.

„ქედს ვიხრი ველუნზე თავდასხმის შედეგად დაღუპულების წინაშე. ქედს ვიხრი გერმანული ტირანიის შედეგად პოლონეთში დაღუპულების წინაშე და პატიებას ვითხოვ“, – განაცხადა შტაინმაიერმა.

გერმანიის პრეზიდენტმა აგრეთვე განაცხადა, რომ 1939 წლის 1 სექტემბერს, სწორედ ველუნში დაიწყო ნამდვილი ჯოჯოხეთი, რომელიც გერმანული დანაშაულების, ზიზღისა და ძალადობის შედეგად იყო გამოწვეული. მისი თქმით, ველუნის დაბომბვა გერმანიის საჰაერო ძალების მიერ განხორციელებული ტერორისტული თავდასხმა იყო.

„ეს იყო სიძულვილისა და განადგურების ტალღა. მას უნდოდა, რომ გაენადგურებინა პოლონეთი და ევროპული კულტურა, რათა ადგილი გაეთავისუფლებინა ერთი ადამიანის გიჟური ხედვისთვის, ადამიანისთვის, რომელსაც მთელს კონტინენტზე დომინანტობა სურდა“, – განაცხადა შტაინმაიერმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...