გერმანიის პოლიციამ შესაძლო საფრთხის გამო, სასამართლო შენობებიდან ევაკუაცია განახორციელა

გერმანიის პოლიციამ დღეს დილით, აფეთქების შესაძლო საფრთხის გამო სამი რაიონული სასამართლოს შენობიდან ევაკუაცია განახორციელა. შემთხვევა ქალაქებში კილში, ერფურტსა და მაგდებურგში მოხდა. ინფორმაციას გამოცემა Hannoversche Allgemeine Zeitung ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, შენობა სამართალდამცავებმა კინოლოგებთან ერთად შეისწავლეს. შესაძლო ასაფეთქებელი მოწყობილობების შესახებ შეტყობინება მათ ელექტრონული ფოსტით მიიღეს. როგორც გაირკვა, წერილი ერთი და იგივე პირმა გაგზავნა. გერმანიის ქალაქ პოსტდამში  შენობიდან  დაახლოებით 200 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

ადრე, აფეთქების შესაძლო საფრთხის თაობაზე შეტყობინება კიდევ რამდენიმე სასამართლომ მიიღო, თუმცა საფრთხის არსებობა არ დადასტურდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...