გერმანიის პოლიციამ ტერაქტის მომზადებაში ეჭვმიტანილი ორი პირი დააკავა

გერმანიის პოლიციამ, ბერლინში, სპეცოპერაციისას, ტერაქტის მომზადებაში ეჭვმიტანილი 2 პირი დააკავა, – აღინშნულის შესახებ Reuters-ი წერს.

ბერლინის პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ეჭვმიტანილებს ჯერ მეჩეთში ეძებდნენ, ხოლო შემდეგ დედაქალაქის სამხრეთ ნაწილში იპოვნეს. პოლიციამ, ალყა შემოარტყა ტერიტორიას, სადაც ეჭვმიტანილების ავტომობილი იყო გაჩერებული. ბერლინის პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნულ დაკავებასთან დაკავშირებით, გამოძიება მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად