გერმანიის პარლამენტის ისტორიაში პირველად, კომიტეტის ხელმძღვანელი თანამდებობიდან გადააყენეს

ისტორიაში პირველად, გერმანიის პარლამენტში, ერთ-ერთი კომიტეტის ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ის მემარჯვენე პარტია “ალტერნატივა გერმანიისთვის” დეპუტატი შტეფან ბრანდნერია. ამის შესახებ კომიტეტის სპიკერმა, იან მარკო ლუცაკმა განაცხადა. ინფორმაციას გამოცემა Die Welt-ი ავრცელებს.

ლუცაკის ცნობით, ბრანდნერი, რომელიც ბუნდესტაგის იურიდიულ კომიტეტს ხელმძღვანელობდა, სხვა ფრაქციების წარმომადგენლებმა არაერთხელ გააკრიტიკეს.

2019 წლის მაისში, ბრანდნერმა განაცხადა, რომ გერმანიის პოლიტიკური პარტიები “რეგულარულად უგულებელყოფენ, ამახინჯებენ და აჭარბებენ” გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის კანონის უზენაესობას, პირველ რიგში, მან ქვეყნის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი დაადანაშაულა. აღნიშნულის შემდეგ, ბრანდერს გაფრთხილება მისცეს.

ბუნდესტაგის წესდებაში ნათქვამია, რომ კომიტეტები თავმჯდომარეებს უხუცესთა საბჭოსთან შეთანხმებით ამტკიცებენ. გამოცემა Die Welt- ის თანახმად, ბრანდერის თანამდებობიდან გადაყენება გერმანიის ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევაა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად