გერმანიის ოლიმპიურმა ნაკრებმა, ამხანაგურ მატჩი სავარაუდო რასობრივი ძალადობის გამო დატოვა

17 ივლისს, ამხანაგურ მატჩში ერთმანეთს გერმანიისა და ჰონდურასის ოლიმპიური ნაკრებები დაუპირისპირდნენ. შეხვედრა არა ტრადიციული 90, არამედ 85 წუთს გაგრძელდა და ფრედ, 1:1 დასრულდა.

მატჩის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე, გერმანიის ნაკრებმა სრული შემადგენლობით მოედნის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

ახალგაზრდა გერმანელების პრესსამსახურის ინფორმაციით, ამის მიზეზი გახდა ის, რომ გერმანიის ნაკრების ფეხბურთელს, ჯორდან ტორუნარიგის რასისტული შეურაცხყოფა ჰონდურასის ფეხბურთელმა მიაყენა.

ოლიმპიადაზე გერმანიის ნაკრები D ჯგუფში ბრაზილიას, კოტდიუვარს და საუდის არაბეთს დაუპირისპირდება, ჰონდურასი კი სამხრეთ კორეას, ახალ ზელანდიას და რუმინეთს.

კომენტარები
იტვირთება...