გერმანიის მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო – კარანტინი იანვრის ბოლომდე გაგრძელდება, იხურება ყველა სკოლა

დღეისთვის დაანონსებული საკარანტინე ცვლილებები გერმანიის მთავრობამ უკვე მიიღო. კარანტინი იანვრის ბოლომდე გაგრძელდება და როგორც ანგელა მერკერი აცხადებს, გამკაცრდება ქვეყანაში ჩასვლის წესები.

“მოვუწოდებთ ყველა მოქალაქეს, მაქსიმალურად შეზღუდონ და აბსოლუტურ მინიმუმადე დაიყვანონ კონტაქტები“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა საგანგებო ბრიფინგზე.

31 იანვრამდე ქვეყნის მაშტაბით ყველა სკოლა იხურება და წითელ ზონებად გამოცხადდებული ტერიტორიებიდან, მოსახლეობას სახლიდან მხოლოდ 15 კილომეტრის მანძილზე შეეძლებათ გადაადგილება.

 მკაცრდება ქვეყანაში ჩასვლის წესებიც. გერმანიაში ჩასული მგზავრები ვალდებულები იქნებიან, ორი ნეგატიური ტესტის პასუხი წარადგინონ და  მაინც მოუწევთ ხუთდღიანი კარანტინის გავლა.

ბოლო 24 საათში გერმანიაში „კოვი-19“-ის 11 900 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 994 ადამიანი გარდაიცვალა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად