გერმანიის მშპ 2020 წელს 5%-ით შემცირდა

ევროპის უდიდესი ეკონომიკის, გერმანიის მშპ, ათი წლის უწყვეტი ზრდის შემდეგ, 2020 წელს 5%-ით დაეცა. ამის დასტურია ქვეყნის ფედერალური სტატისტიკური ბიუროს მონაცემები (Destatis).

ამავე დროს, Reuters-ის მიერ გამოკითხული ანალიტიკოსები 2020 წელს 5.1%-ით შემცირებას ელოდებოდნენ.

“ზრდის ათწლეულის შემდეგ, გერმანიის ეკონომიკამ ღრმა რეცესია განიცადა 2020 წელს, კორონავირუსის წელს – მსგავსი სიტუაცია 2008-2009 წლების ფინანსური და ეკონომიკური კრიზისისა”, – ნათქვამია მოხსენებაში. ამასთან, სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ეკონომიკური ვარდნა გერმანიაში 2020 წელს ნაკლებად მწვავე იყო, ვიდრე 2009 წელს, როდესაც ქვეყნის მშპ 5.7%-ით შემცირდა. ბოლო 10 წლის განმავლობაში გერმანიის ეკონომიკის პიკური ზრდა აღინიშნა 2010 წელს – მაშინ იგი 4.2% იყო.

ორგანიზაცია წერს, რომ კორონავირუსის პანდემიამ 2020 წელს მძიმედ იმოქმედა გერმანიის ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორზე. ამავე დროს, აღინიშნა, რომ შემცირება განსაკუთრებით ძლიერი იყო მომსახურების სექტორში.

საყოფაცხოვრებო ხარჯები ერთი წლის განმავლობაში 5.4%-ით შემცირდა, მაგრამ მთავრობის ხარჯები 6.5%-ით გაიზარდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად