გერმანიის მოსახლეობის 50%-ზე მეტი უკვე სრულად აცრილია

რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, გერმანიაში მოსახლეობის 50.9% კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით სრულად აცრილია.

ინსტიტუტის ცნობით, ვაქცინის სულ მცირე ერთი დოზა უკვე მოსახლეობის 61,3%-მა მიიღო.

ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე, გერმანიაში კორონავირუსით 3,769,541 ადამიანი დაინფიცირდა. ხოლო, 92,106 ინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა.

კომენტარები
იტვირთება...