გერმანიაში მცხოვრები მოქალაქე ახალი ტიპის კორონავირუსით ხელახალი ინფიცირების შედეგად გარდაიცვალა. ამის შესახებ ბადენ-ვიურტემბერგის ფედერალური შტატის ჯანდაცვის სამინისტრო, იუწყება.
ეს არის ქვეყანაში ვირუსით ხელახალი ინფიცირების შემდეგ გარდაცვალების პირველი შემთხვევა.
ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 73 წლის მამაკაცს COVID-19 პირველად 2020 წლის აპრილში დაუდასტურდა, მაგრამ დეკემბერში იგი კვლავ დაინფიცირდა კორონავირუსით. პაციენტი 11 იანვარს პნევმონიით გარდაიცვალა, რომელიც სწორედ კორონავირუსმა გამოიწვია.