გერმანიის მიმართულებით, სტუდენტებისთვის კიდევ ერთი ჩარტერული რეისი შესრულდება, შესაძლოა რეისი დაინიშნოს უნგრეთის მიმართულებითაც

გერმანიის მიმართულებით, სტუდენტებისთვის კიდევ ერთი ჩარტერული რეისი შესრულდება, შესაძლოა რეისი დაინიშნოს უნგრეთის მიმართულებითაც.

“მინდა, დავავალო საგარეო საქმეთა სამინისტროს, განათლების სამინისტროს და ახალგაზრდობის სააგენტოს, რომ სასწრაფოდ შევძლოთ ამ ჯგუფების იდენტიფიცირება და დავაორგანიზოთ 11 აგვისტოსთვის კიდევ ერთუ რეისი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, შეღავათიანი ჩარტერული რეისი შესაძლოა უნგრეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტებისთვისაც დაინიშნოს.

“მოგეხსენებათ, რამდენიმე კვირის წინ მოგვმართა სტუდენტების ჯგუფმა, რომლებსაც ჰქონდათ გერმანიაში შრომის ნებართვა და მათ  ვერ შეძლეს გერმანიამდე ჩასვლა და მაშინ მთავრობამ უზრუნველყო ჩარტერული რეისი და ახალგზარდობის სააგენტოს ორგანიზებით, ჩვენ ერთი რეისი ბერლინში შევასრულეთ.

ახლა დაგროვდა სტუდენტების კიდევ ერთი ჯგუფი, ასევე გერმანიიის მიმართულებით. მინდა, დავავალო საგარეო საქმეთა სამინისტროს, განათლების სამინისტროს და ახალგაზრდობის სააგენტოს,  შევძლოთ ამ ჯგუფების ორგანიზება და დავაორგანიზოთ 11 აგვისტოსთვის კიდევ ერთუ რეისი.

რამდენიმე თხოვნაა უნგრეთში მცხოვრები და განათლების მიღების პროცესში მყოფი ჩვენი ახალგაზრდების მხრიდან. ჩვენ ასევე უნდადავადგინოთიქ სტუდენტების რა რაოდენობაა და თუ საჭირო იქნა, მათაც დავეხმაროთ შეღავათიანი ჩარტერული რეისით, რომლის ფასიც არ უნდა იყოს 199 ევროზე მეტი“, – განაცხადა გიორგი  გახარიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად