გერმანიის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ აშშ-ის ანტირუსული სანქციები ევროკავშირისთვის დარტყმა იქნება

აშშ-ის ახალი სანქციები, რომლებიც ვაშინგტონმა რუსული გაზსადენ „ჩრდილოეთ დინება-2“-ის წინააღმდეგ დააწესა, ევროკავშირის სუვერენიტეტს მიაყენებს დარტყმას. ამის შესახებ გერმანიის ეკონომიკის აღმოსავლეთ კომიტეტის თავმჯდომარემ ოლივერ ჰერმესმა განაცხადა.

„თუკი ეს სანქციები ამოქმედდება, ეს პირდაპირ დაარტყამს ევროკავშირის სუვერენიტეტს და ფატალური სიგნალი იქნება პარიზის ძალისხმევისთვის, შეინარჩუნოს მშვიდობა“, – აცხადებს იგი.

ჰერმესის თქმით, პარიზში, „ნორმანდიული ოთხეულის“ სამიტზე, მხარეებმა, დონბასში სიტუაციის დარეგულირების მიზნით ახალი ნაბიჯები გადადგეს. მისი თქმით, აშშ-ის სანქციები პირდაპირ საფრთხეს შეუქმნის სწორედ ამ ახალ, თამამ მიდგომებს, რომლებიც უკრაინის აღმოსავლეთში არსებული სიტუაციისთვის შემუშავდა.

თავმჯდომარის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუკი აშშ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს დააწესებს, ევროპელი მომხმარებლებისთვის გაიზრდება ელექტროენერგიის გადასახადი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად