გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა დონალდ ტრამპისთვის Twitter-ის დაბლოკვა დაგმო

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ Twitter-ისა და სხვა სოციალური ქსელების გადაწყვეტილება აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ანგარიშების დაბლოკვის შესახებ, საეჭვოა.

ამის შესახებ გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შტეფენ ზაიბერტმა განაცხადა. მისი აზრით, სოციალური ქსელების ოპერატორები პასუხისმგებელნი არიან იმაზე, რომ პოლიტიკური დებატები “არ მოიწამლოს სიძულვილით, სიცრუითა და ძალადობით.”

“გამოხატვის თავისუფლება ფუნდამენტური უფლებაა და იგი შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ საკანონმდებლო ორგანოს მიერ და არა კერძო კომპანიების მოთხოვნებით”, განაცხადა მერკელის წარმომადგენელმა.

”ამიტომ კანცლერი პრობლემად მიიჩნევს, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტის ანგარიშები სამუდამოდ დაიხურა”, – თქვა ზაიბერტმა.

ტრამპს ტვიტერის ანგარიშზე 89 მილიონზე მეტი ფოლოუერი ჰყავდა. სოციალურმა ქსელმა იგი საზოგადოების წესების დარღვევაში დაადანაშაულა და დაბლოკა. კომპანიამ განმარტა, რომ ტრამპის პოსტები, რომელიც გაკეთდა მისი მომხრეების კაპიტოლიუმზე თავდასხმის შემდეგ, არღვევდა ძალადობის აკრძალვის წესებს.

Twitter-ის შემდეგ, ტრამპის ანგარიშები ასევე დაბლოკა Facebook-მა, Instagram-მა, Twitch-მა და სხვა სერვისებმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად