გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი საკუთარ სახლში კარანტინის რეჟიმშია

ამის შესახებ ინფორმაციას spiegel-ი აქვეყნებს

პორტალის ცნობით, პრეს-მდივანმა შტეფენ ზაიბერტმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ექიმს, რომელმაც ანგელა მერკელს პროფილაქტიკური აცრა ჩაუტარა, კორონავირუსი აღმოაჩნდა და ამის გამო ანგელა მერკელმა გადაწყვიტა  თვითიზოლირება მოეხდინა.

ანგელა მერკელი რამდენჯერმე ჩაიტარებს ტესტირებას კორონავირუსზე, მუშაობას კი სახლიდან გააგრძელებს, – დააზუსტა შტეფენ ზაიბერტმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად