გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი კორონავირუსით დაინფიცირდა

გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი იენს სპანი კორონავირუსით დაინფიცირდა, ამის შესახებ ჟურნალისტებს მისმა პრესმდივანმა ჰანო კაუცმა განუცხადა.

გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრს ჯერჯერობით მხოლოდ გაციების სიმპტომები აქვს, ის მაშინვე გადავიდა კარანტინის რეჟიმში სახლში.

ამავე დროს, ორშაბათს, 19 ოქტომბერს, სპანმა მონაწილეობა მიიღო მინისტრთა კაბინეტის სხდომაში. ამასთან, როგორც Welt იუწყება, სავარაუდოდ, ყველა მინისტრი არ არის ვალდებული კარანტინში გადავიდეს, რადგან სპანი იცავდა ჰიგიენის წესებს და პირბადეს ატარებდა.

ამავდროულად, გერმანიაში COVID-19 დაავადებული ადამიანების რიცხვი იზრდება. რობერტ კოხის ინსტიტუტის სპეციალისტებმა და გერმანიის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა გააფრთხილეს, რომ ცივი ამინდის და ტრადიციული გრიპის სეზონის გამო, კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლები გაიზრდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად