გერმანიის ერთ რეგიონში, კვირაში მეორედ, მეორე მსოფლიო ომისდროინდელი ბომბის გაუვნებელყოფისთვის ემზადებიან

გერმანიის ქალაქ კიოლნში მეორე მსოფლიო ომისდროინდელი ბომბის გაუვნებელყოფისთვის ემზადებიან, რის გამოც რკინიგზის სადგურიდან, ოპერის სახლიდან და სატელევიზიო სადგურიდან ევაკუაცია განხორციელდება, ინფორმაციას სააგენტო Associated Press– ი ავრცელებს.

იმ არეალში, სადაც ბომბი უნდა გაანეიტრალონ, ქალაქის ხელისუფლებამ მოსახლეობას საცხოვრებელი სახლის დატოვება სთხოვა.

აღნიშნულის გამო, სარკინიგზო ხიდის გადაკეტვა იგეგმება, რომელიც კიოლნის ცენტრალურ სადგურამდე მიდის, რის გამოც შესაძლოა, მატარებლების გრაფიკში ცვლილება განხორციელდეს.

ორშაბათს, ქალაქის ცენტრში, რემონტის დროს 500 კილოგრამი წონის ჭურვი აღმოაჩინეს.

17 იანვარს ქალაქ დიუსელდორფში ბომბი აღმოაჩინეს, რომლის წონა დაახლოებით ერთი ტონაა. აღნიშნულის გამო, დაახლოებით 12 ათასი ადამიანის ევაკუაცია გამოცხადდა.

თარგმანი: თაკო ჩხაიძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად